„ეს ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია“- სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა
21-06-2021

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე IV კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.  

მოსწავლეები ამაღელვებელი სიტყვებით, ლექსებით დაემშვიდობნენ მასწავლებლებს, ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ წლებს...

„17 ივნისის გამოსაშვებ ღონისძიებას ბევრი ლამაზი წუთები სდევდა თან. დამრიგებელმა, მედეა ბოლქვაძემ გზა დაულოცა დაფრთიანებულ აღსაზრდელებს:

„გავიდა 4 წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებელმა უნდა ჩაყაროს, ჩაყაროს მყარად, რომ შემდგომ კედელი აშენდეს.

მასწავლებლობა - ეს არის პროფესია - ადამიანის სულის აღმზრდელის მოწოდება. იგი ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში, უნდა აღზარდოს ისეთ მოქალაქეებად, რომლებიც შეძლებენ დააფასონ და უყვარდეთ თავიანთი სამშობლო, პატივი სცენ სხვა ხალხების ტრადიციებს.

ოთხი წლის მანძილზე ვასწავლიდი მათ სიყვარულს, თანადგომას, მეგობრობას, ვაჟკაცობას, მადლიერებას.
ვულოცავ მათ ოთხი კლასის დამთავრებას. იმედი მაქვს, ჩემი აღზრდილები ბევრჯერ ასახელებენ სკოლას, მშობლებს, მასწავლებლებს. ვუსურვებ მათ წინსვლას, წარმატებებს შემდგომ საფეხურზე.

მეამაყებით და მიყვარხართ!“- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203