
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეების პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს.
დამრიგებელი ნათელა ჩიტიშვილი მოსწავლეებს 15 სექტემბრამდე დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
პირველკლასელებს სკოლაში სამახსოვრო ვიდეორგოლიც მიუძღვნეს.