ქვემო ქედის საჯარო სკოლის ეზოში პედაგოგმა მაია წიკლაურმა მეორეკლასელებთან ერთად ზღაპრული ღონისძიება მოაწყო
21-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

კლასის პედაგოგმა მაია წიკლაურმა სკოლის ეზოში ზღაპრული ღონისძიება მოაწყო.

„14 ივნისს, ქვემო ქედის საჯარო სკოლის II კლასის მასწავლებელმა მაია წიკლაურმა სკოლის ეზოში ზღაპრული დიზაინით გაფორმებული ზეიმი მოაწყო. ღონისძიების ღრმა შინაარსთან ერთად მაია მასწავლებლისთვის დამახასიათებელმა ორიგინალობამ მეორე კლასის ჩარჩოები გაარღვია და მთელი სკოლა მოიცვა...
ბავშვები გაცისკროვნებული სახეებითა და ბედნიერი ღიმილით ემშვიდობებოდნენ სკოლის კედლებს.
დიდი მადლობა მაია მასწავლებელს და მის აღსაზრდელებს ამ ლამაზი დღისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203