„მადლობა ამ ოთხი წლისათვის“ - თბილისის N103 სკოლის პედაგოგი ნონა ყაჭეიშვილი სადამრიგებლო კლასს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა 
21-06-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დამრიგებელს ნონა ყაჭეიშვილს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს, პედაგოგმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა და დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა. 

ნონა ყაჭეიშვილმა ​მეოთხეკლასელებს I-IV კლასის დასრულება ასე მიულოცა: „გილოცავთ, ჩემო პატარებო ამ პირველ სასკოლო წარმატებას და ახალ ეტაპზე წინსვლას გისურვებთ. მადლობა ამ ოთხი წლისათვის. მიყვარხართ!!!!“

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203