ინაშაურის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
21-06-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში 9 კლასი ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა. მათსკოლის წარმატებით დასრულება მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიულოცეს.
ტრადიცია ახლაც არ დაირღვა და ბავშვებმა სკოლის დამთავრება თეთრ პერანგებზე წარწერებით აღნიშნეს, გარდა ამისა, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.