
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექცია ნიჭიერ მოსწავლეებს - ლიზი მუკბანიანსა და ლაშა დვალს გვაცნობს. პატარებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, საინტერესო ინსცენირება გამართეს და პირველი კლასი ლამაზად დაასრულეს.
„ეს საყვარელი გოგონა პირველკლასელი ლიზი მუკბანიანია იას როლში, ბიჭუნა - ნიავ - ქარი კი მისი კლასელი, ლაშა დვალი გახლავთ.
ეს პატარა ინსცენირება ჩვენს ლამაზ სკოლის ეზოში გადაიღეს თავისი მზრუნველი და თბილი კლასის ხელმძღვანელის, რუსუდან ლობჟანიძის ხელმძღვანელობით.
სიმღერა იაზე ლიზიკოს მოამზადებინა მუსიკის მასწავლებელმა ხათუნა იობაშვილმა.
მადლობა საყვარელ ლიზის, ლაშასა და ჩვენს სასიქადულო მასწავლებლებს ქალბატონ რუსუდანსა და ქალბატონ ხათუნას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო