
თბილისის N117 საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი დასრულდა. წელს მე-4 კლასი 6-მა კლასმა დაასრულა. დამრიგებლები: მაია ბურდული, ნათელა გოგოჭური, ნინო ნადირაშვილი, ცისია რეხვიაშვილი, ნათია ურდულაძე და დოდო ცხვარაძე-არეშიძე.
პედაგოგებმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. მოსწავლეებმა კი პირველ მასწავლებელს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ 2021-2022 სასწავლო წელს გაიხსნება 7(შვიდი) პირველი კლასი.