ახალსოფლის საჯარო სკოლას ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ჰყავს
21-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ჰყავს! სკოლის დირექცია ამაყობს თითოეული წარმატებული მოსწავლით და მადლობას უხდის ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელსა და დამსახურებულ მწვრთნელს ძიუდოში - ნანი კირკიტაძეს.

„გ ი ლ ო ც ა ვ თ !

საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობას ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა მასპინძლობდა  2008-2009-2010 წლეებში დაბადებულთა შორის!

2021 წლის 16-17 ივნისს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის...

აღნიშნულ პირველობაზე მონაწილეობდნენ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის გუნდის სახელით:
სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ჭიდაობა ძიუდოში ნანი კირკიტაძეს მოსწავლეთა მიღწეულ წარმატებებში!

1. ეთერ ვარშანიძე -I ადგილი- ოქრო
2. ანა აბაშიძე -I ადგილი - ოქრო
3. სალომე კირკიტაძე -II ადგილი - ვერცხლი
4. ანასტასია ფუტკარაძე - II ადგილი - ვერცხლი
5. მარიამ წულუკიძე - III ადგილი - ბრინჯაო
6. თათია კიკნაძე - III ადგილი - ბრინჯაო
7. ანანო ზოიძე - III ადგილი - ბრინჯაო
8. მარი მახარაძე - III ადგილი - ბრინჯაო“,- წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203