ჩაისუბნის N2 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს - ბავშვები დამრიგებელ მერი ცინარიძეს გამოემშვიდობნენ
21-06-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საკლასო ღონისძიება მოკრძალებულად გამართეს.
პატარებმა ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება შეაჯამეს. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საცეკვაო ნომრები, სესილი ყურშუბაძემ საკუთარი ლექსი დამრიგებელს მიუძღვნა.
დამრიგებელი მერი ცინარიძე თავის სადამრიგებლო კლასს დაემშვიდობა, სამახსოვრო ალბომები გადასცა და წარმატებები უსურვა.
მშობლებმა კლასის დამრიგებელს ოთხი წლის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია