არწივანის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ გობაძე სადამრიგებლო კლასს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა
18-06-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ გობაძე სადამრიგებლო კლასს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა.

15 ივნისს, მეოთხე კლასის მასწავლებელმა, ბოლო გაკვეთილი ჩაატარა თავის სადამრიგებლო კლასში, შემდეგ კი გამოემშვიდობა ბავშვებს და გზა დაულოცა მე-5 კლასისკენ.

„მასწავლებლის შრომა და ამაგი ბავშვებისადმი უანგარო და ფასდაუდებელია, თუმცა ბავშვების მშობლებმა, დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად მოკრძალებული საჩუქრები გადასცეს მასწავლებლებს. (მეოთხე კლასის მასწავლებლების სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მშობლებს).

ღონისძიების ბოლოს, თამარ მასწავლებელმა, მეოთხე კლასის მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

სულ მალე გვექნება მეოთხე კლასის კლიპის პრეზენტაცია, რომლის სიმღერა უკვე ჩაიწერა და კლიპის გადაღებებიც გუშინ დასრულდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თამარ გობაძის პირველი გამოსაშვები კლასია, დიდი მადლობა მას, ოთხწლიანი თავდაუზოგავი და ფასდაუდებელი შრომისთვის.

ვუსურვებთ, კიდევ მრავალი თაობის აღზრდასა და გამოშვება-გაცილებას. მშვიდობიან და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203