
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა მარინა ჩანთარიამ ლექსების კრებული „ვარდების კონა“ გამოსცა.
სკოლის მასწავლებლებმა კოლეგას ღია სივრცეში მოუწყეს პრეზენტაცია, სადაც ავტორმა წიგნი წარადგინა. პედაგოგებმა კრებულიდან ლექსები წაიკითხეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მარინა ჩანთარიას ამ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: