დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლას წელს 7 მედალოსანი ჰყავს - სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი დასრულდა
18-06-2021

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლა წელს 39-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 7 მედლის კანდიდატია. სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად მიულოცა. 

„კიდევ ერთი სასწავლო წელი მიიწურა, რომელიც სავსე იყო სიახლეებითა და მასთან დაკავშირებული სირთულეებით. 2020-2021 სასწავლო წელს 39-მა მოსწავლემ დაამთავრა საშუალო საფეხური, აქედან 7-მა წარჩინებით, ოქროს და ვერცხლის მედლებზე. ესენი არიან: ზაქარია ჭუაძე, ალეკო კოტაშვილი, ანა ტუხაშვილი,რევაზ ოზბეთელაშვილი, მარიამ ჯალიაშვილი, ეკატერინე გვენეტაძე და ლევან პოპიაშვილი. წინ ეროვნული გამოცდებია, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ყველა კურსდამთავრებულს. 
სასიხარულოა, რომ ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა პირადად მიულოცა ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება და მადლობა გადაუხადა მათ აქტიურობისათვის. თითოეულ პედაგოგს კი გაწეული დაუღალავი შრომისა და გულისხმიერებისათვის, უსურვა შემდგომი წარმატებები.
ბედნიერ და ხალისიან ზაფხულის არდადეგებს გისურვებთ. ჯანმრთელები და ენერგიით სავსე დაგვიბრუნდით სექტემბერში, რათა ერთად შევეჭიდოთ გამოწვევებს“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203