„გვაჩუქეს ახალი ემოციები და მომავლის იმედი“ - ქუთაისის N37 სკოლაში მე-4 კლასის დამთავრება ოთხივე პარალელურმა კლასმა ერთად იზეიმა
18-06-2021

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მე-4 კლასის დამთავრება ოთხივე პარალელური კლასის მოსწავლეებმა ერთად იზეიმეს. 

„გავიდა ოთხი წელი და პატარები გააცილეს დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა. რთულია ოთხწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ დამრიგებლებისთვის იმის გააზრება, რომ ნაცნობი სახეები, მათი გამოხედვა, დახმარების გაწევა და სწავლება ყოველდღიურობას კარგავს.  2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს მეოთხე კლასის ოთხივე პარალელმა ერთად იზეიმა მომდევნო საფეხურისკენ მიმავალი გზა. შეაჯამეს განვლილი წლები და მაყურებელს წარუდგინეს თავიანთი უსაზღვრო სიყვარული სკოლის, სწავლისა და მასწავლებლების. გაიხსენეს ღიმილით დატვირთული ლამაზი დღეები. წარადგინეს ერთმანეთის მეგობრობა, პატრიოტული სულისკვეთება, აზროვნება, კრეატიულობა... გვაჩუქეს ახალი ემოციები და მომავლის იმედი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203