
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე განვლილი 4 წელი შეაჯამეს და დამრიგებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა დამრიგებელი დალი გიორგაძე.
„ეს იყო ერთად გატარებული ულამაზესი ოთხი წელი. დიდი სიყვარულით დაგილოცავთ გზას ჩემო პატარებო“,- აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები: