თბილისის ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლემ ქუთაისელი და ბათუმელი პროგრესელებისთვის უსაფრთხო სკოლის შესახებ ტრენინგი ჩაატარა
18-06-2021
თბილისის ამერიკული საერთაშპროსო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლემ მუალა სუდე დემირმა ქუთაისელი და ბათუმელი პროგრესელებისთვის უსაფრთხო სკოლის შესახებ თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაატარა.
„მომხსენებელმა თანატოლებს ინფორმაცია გაუზიარა პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგები სიტუაციების მართვის შესახებ.
შეხვედრა პროექტის, „გახადე სკოლა უსაფრთხო“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია“ (OSHE Georgia) ახორციელებს. პროექტის განმავლობაში პროგრესელებმა უსაფრთხოების საკითხებში ტრენერთა გადამზადების პროგრამა გაიარეს.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ OSHE Georgia-ს პროექტში 2021 წლის აპრილიდან ჩაერთო და თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი პირველი ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებას წარმოადგენდა. პროექტი სექტემბრიდან განახლდება და შესაბამისი ეპიდსიტუაციის შემთხვევაში მეორე ეტაპზე მოსწავლეები გადამზადებას ცოცხალ გარემოში, რეალური სიმულაციებითა და აღჭურვილობით გაივლიან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს