
7 ივნისს,ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის გიორგი კვერღელიძის ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო.
მოსწავლე შთამბეჭდავ მცირე ფორმის ფიგურულ კომპოზიციებს - ქანდაკებებს ქმნის.
მოსწავლის ხელოვნების პედაგოგი გიორგი დარჩია გახლავთ.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„სკოლის დირექცია, პედაგოგები და მეგობრები, ვულოცავთ გიორგის პირველ შემოქმედებით აღიარებას და ველოდებით მის შემდეგ წარმატებულ ნაბიჯებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: