
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია Helping-Hand-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ასწავლე, გახადე მედიაწიგნიერი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელმა, ნათია ლაბაძემ, ისაუბრა იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში იყო გაწერილი. ღონისძიებაზე სამახსოვრო სერტიფიკატები, მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ პროექტში ჩართულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებასა და თემში ცნობიერების დონის ამაღლება მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: