ქარელის N1 სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, ქარელლის N1 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეთა სპეცმასწავლებლებმა - ხათუნა ელბაქიძემ, ლამარა ბიბილურმა და მუსიკის პედაგოგმა ლანდა ბეგიჯანაშვილმა ღონისძიებით აღნიშნეს. ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
„მადლობა მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებს, მე-11 კლასელებს - გვანცა მაისურაძესა და ნიკა წვერიანაშვილს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის! წარმატებას გისურვებთ!“ - აღნიშნულია ქარელის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.