„ხევისბერი გოჩა“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების შთამბეჭდავი კომპლქსური დავალება
18-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  

აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-11 „ა“ კლასმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინა კომპლექსური დავალება „ხევისბერი გოჩა“ - ლიტერატურული სასამართლო, რომელსაც დაესწრნენ ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი და საჩხერის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

„სკოლა მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნუნუ გოგოლიძეს  თავდაუზოგავი შრომისათვის, რომლის პროფესიონალიზმიც შესამჩნევად ხმიანდება მოსწავლეებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203