ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერი შექმნეს და პრეზენტაცია წარმოადგინეს
18-06-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან და მოსწავლეთა დასაინტერესებლად აქტივობებსაც ხშირად გეგმავენ.

სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მავნე ჩვევების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“ და შესაბამისი საინფორმაციო პოსტერიც შექმნეს. „არა სიგარეტს, არა ალკოჰოლს, არა ნარკომანიას“ - ასეთია მოსწავლეების მოწოდებაც და სააგიტაციო პლაკატზე დატანილი მთავარი მესიჯიც.

პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება - ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ქიმიის მასწავლებელი მაყვალა სულიაური ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს პრეზენტაცია სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების უარყოფით ზეგავლენის შესახებ. აქტივობაზე მუშაობა მათთვის საინტერესო და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203