ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნათია კვინიკაძემ ხატვის კონკურსში საპრიზო ადგილი დაიმსახურა
18-06-2021

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ კარგი სწავლით, არამედ შემოქმედებითი ნიჭითაც გამოირჩევიან. მათგან ერთს დღეს გაგაცნობთ - ეს არის პატარა მხატვარი ნათია კვინიკაძე, რომლის ნაშრომმა ხატვის კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა.

უფრო კონკრეტულად, 4 ივნისს, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ჩატარდა ხატვის კონკურსი თემაზე - 26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

კონკურსში ლაშის საჯარო სკოლის  მეექვსეკლასელები ნათია კვინიკაძე და ნია თხელიძე მონაწილეობდნენ. ნათია კვინიკაძის ნაშრომმა უმცროს კლასელთა შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

სკოლა ულოცავს ნათიას ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203