წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა პაპაშვილი კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონი გახდა
18-06-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა პაპაშვილი კიკბოქსინგში 2006 წელს დაბადებულთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მოსწავლე 67კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლა სიამაყით გაცნობებთ, ჩვენი მოსწავლის წარმატების შესახებ: კერძოდ, კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ორგანიზატორობით 2021 წლის 4, 5 და 6 ივნისს ჩატარდა 2006 წელს დაბადებულთა შორის საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში.
ჩემპიონატში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნიკა პაპაშვილი (67კგ წონითი კატეგორია), რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა, გახდა საქართველოს ჩემპიონი, რის საფუძველზეც იგი დაჯილდოვდა დიპლომით და მედლით. სკოლა ულოცავს აღნიშნულ მიღწევას და უსრვებს მრავალ წარმატებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს