ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
18-06-2021
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელი ღონისძიებით აღნიშნეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა და პირველ დამრიგებელს სიყვარულით გამოეთხოვნენ.
სკოლა ბედნიერ და მხიარულ არდადეგებს უსურვებს მოსწავლეებს და მომავალ სასწავლო წლამდე ემშვიდობება.