„საუკუნო საგზალი“ - გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ვეფხისტყაოსნის ცოდნაში შეეჯიბრნენ
18-06-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
„საუკუნო საგზალი“ - ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მეექვსე კლასში. ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნინო კუკულაძე-ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო. მოსწავლეები ვეფხისტყაოსნის აფორიზმების, სტროფებისა და ავთანდილის ანდერძის ცოდნაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. აქტივობა სახალისო იყო და მოსწავლეები ინტერესით და მხიარულად იყვნენ ჩართულნი. მადლობა ბავშვებო და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს