კოთელიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
18-06-2021
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ ყველა მნიშვნელოვან თარიღს.
სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს მსოფლიოს ბავშვებს და ეს დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს