საბუეს საჯარო სკოლაში ორი პიესა - „სოკოს ქვეშ“ და „რწყილი და ჭიანჭველა“ დაიდგა
18-06-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პედაგოგები ყოველთვის ცდილობენ მოსწავლეებს ახალი მასალის ათვისებაში დაეხმარონ და სახალისო და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საბუეს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის ორგანიზებით ორი პიესა - „სოკოს ქვეშ“ და „რწყილი და ჭიანჭველა“ დადგეს. მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში და დიდი ინტერესით და მონდომებით შეასრულეს როლები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია