„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში
18-06-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ინიციატივა - ცოცხალი ბიბლიოთეკა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში ორგანაზაცია ახალგაზრდული განვითარების კერასთან თანამშრომლობით პროექტის „მოზარდთა და მშობელთა ურთიერთობის ხელოვნების“ ფარგლებში, ჩატარდა სასკოლო ინიციატივა „ცოცხალი ბიბლიოთეკა“.
„მოსწავლეებმა გაინაწილეს და წაიკითხეს სხვადასხვა წიგნები, მოირგეს პერსონაჟების როლი და შემოქმედებითად წარუდგინეს აუდიტორიას. დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება გასაუბრებოდნენ და კითხვები დაესვათ პერსონაჟებისთვის. პროექტი აქტუალური და კრეატიული, საინტერესო აქტივობით იყო წარმოდგენილი. პროექტის ხელმძღვანელი, ინგლისური ენის პედაგოგი ნანა გულუა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს