გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს ღონისძიებები ღია სივრცეში ჩაატარეს
18-06-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში, პანდემიის გამო, სასკოლო აქტივობები ღია სივრცეში ჩატარდა. 14 ივნისს სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სპორტის მასწავლებლები: რამინ კორძახია, ირმა ჯიბლაძე, კლასის დამრიგებლები, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები. 15 ივნისს კი ღონისძიება მოსწავლეებმა მასწავლებლებს მიუძღვნეს.

„ღონისძიებაში II-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაიმართა შეჯიბრებები მიზანში ტყორცნა, მძლეოსნობა, მინი-ფეხბურთი. გეზ-რბენში გაიმარჯვა მე-5 კლასის მოსწავლე ნინო გეგეშიძემ, ვაჟებში მე-8 კლასის მოსწავლე გივი გაბუნიამ, მინი-ფეხბურთში ვაჟთა გუნდმა „ორბი“ (კაპიტანი გივი გაბუნია). გამარჯვებულებს თასები გადაეცათ.

15 ივნისს გაიმართა ღონისძიება - „გმადლობთ მასწავლებლებო“, ორგანიზატორი იყვნენ IX კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი იზაბელა გაბუნია). მათ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები მასწავლებელზე, დასასრულს, გადაიღეს სამახსოვრო სურათები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203