
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თბილისის N149 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
სასკოლო პროექტის - „ჩემი და შენი უფლებები ჩვენი მომავალია“ ფარგლებში, თბილისის N149 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა მხიარული სტარტები. ღონისძიების მიზანი კი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ ფოტოები: