ფერიის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ქეთო და კოტე“ დადგეს
18-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „ქეთო და კოტე“. სპექტაკლის მომზადების იდეა მუსიკის გაკვეთილზე დაიბადა, როდესაც ბავშვებმა ქართული ოპერა შეისწავლეს.

„მოსწავლეებმა სპექტაკლზე „გააცოცხლეს“ რამდენიმე ფრაგმენტი. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. მოსწავლეები შეეცადნენ მუსიკით, სიტყვით, ცეკვით გადმოეცათ მთავარი ამბავი და მიაღწიეს მიზანს. შეძლეს გმირების: განცდების, ხასიათის, დამოკიდებულებების წარმოჩენა. მაყურებლს ძლიერი ემოციური მუხტი აღუძრეს.

მოსწავლებმა წარმოაჩინეს მხატრული კითხვის, არტისტიზმის, სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი უნარები.
სპექტაკლის მომზადებაში ჩართული იყვნენ პედაგოგები: თეონა აბაშიძე, თამარ ბერიძე, ნანა მალაზონია.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლეილა დუმბაძემ სასკოლო თეატრალურ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დააჯილდოვა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეოები









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203