„მადლობას გიხდით ერთად გატარებული ყოველი წუთისთვის!“ - თბილისის N133 სკოლის პედაგოგი ნინო ჯამბაზიშვილი სადამრიგებლო კლასს გამოემშვიდობა
18-06-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ჯამბაზიშვილმა სადამრიგებლო მე-4 კლასს პირველი საფეხურის დასრულება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა. პატარებმა საყვარელ მასწავლებელს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და წერილები მისწერეს.

„არ არსებობს იმაზე დიდი საჩუქარი, ვიდრე მათი წრფელი სიყვარულია, მათი ბავშვური, ციმციმა თვალები შენს დანახვაზე. არ არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც გადმოსცემენ ჩემს თქვენდამი სიყვარულს, ჩემო პატარებო, ჩემო ონავრებო, ჩემო საამაყოებო! ჩემებო! მიყვარხართ უსაზღვროდ! მიყვარხართ და მეიმედებით!

გილოცავთ დაწყებითი საფეხურის წარმატებით დამთავრებას და მადლობას გიხდით ერთად გატარებული ყოველი წუთისთვის! ყოველი დღისთვის და ყოველი მოსმენილი და უფრო მეტად გათვალისწინებული ჩემი რჩევისთვის! ყოფილიყავით მუდამ წარმატებულები და სასახელოები! ყოფილიყავით კეთილი, პატიოსანი ადამიანები! მე თქვენით უკვე ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ!

მიყვარხართ !!!“- წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203