„ქიმიური ელემენტების სამყარო“ - აღნიშნული პროექტით როდინაულის საჯარო სკოლის მეათე კლასმა სასწავლო წელი დაასრულა
18-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მე-10ბ კლასმა სასწავლო წელი საგანმანათლებლო პროექტით დაასრულა.
„სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება ქიმიაში სასწავლო პროექტით „ქიმიური ელემენტების სამყარო“ აღნიშნეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაციული პლაკატები შექმნეს და პრეზენტაციაც მოაწყვეს. პრეზენტაციას საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია