
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მსოფლიო ოკეანის დღე აღინიშნა.
რცხმელურის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტში ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები პროექტში ონლაინ ჩაერთვნენ, რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, ხოლო ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო ოკეანის პრობლემებთან დაკავშირებით საინტერესო ვიდეორგოლები აჩვენეს.
იხილეთ ფოტო: