
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელმა მარიკა ჩხაპელიამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. პედაგოგის შეფასებით, სასწავლო წელი აქტიური და ნაყოფიერი იყო.
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ მე-5 კლასის წარმატებით დასრულებას. საამაყო ბავშვები ხართ და ყოველთვის ვიამაყებ. მიუხედავად რთული ვითარებისა, მაინც შევძელით აქტიური მონაწილეობა თითოეულ ღონისძიებებში როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე, საკლასო სივრცეში. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტს შევძლებ თქვენი თანადგომით და სიყვარულით. მიყვარხართ“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო