ოლადაურის საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებულიდან 2 ოქროს მედლის კანდიდატია
18-06-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლას ოქროს მედლის ორი კანიდატი ჰყავს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის ორი: ოთარ მაკარაძე და რეზო დავითაძე ოქროს მედალის კანდიდატია.
სკოლა ამაყობს მოსწავლეების წარმატებით, და ცხოვრების ახალ ეტაპზე უფროი დიდ წინასვლას უსურვებს მათ.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით; ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10.