
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში გააგრძელებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში მეცხრეკლასელებს გამოსამშვიდოებებელი ღონისძიება მოუწყვეს და სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
„ძალიან ლამაზი დღე ჰქონდათ ქვემო სობისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებს 14 ივნისს. ამას ვერ ვიტყვით მასწავლებლებზე, რომლებიც გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ვერ პოულობდნენ, რადგან ასეთი ნიჭიერი, ლამაზი, ხალისიანი, ენერგიული მოსწავლეები არ ემეტებოდათ სკოლიდან გასაშვებად“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.