ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა
18-06-2021
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მე-4ა კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პედაგოგი მაგდა ზარანდია ხელმძღვანელობდა.
გამოსაშვები საღამო ემოციურად წარიმართა, მოსწავლეებმა ღონისძიებაზე პირველი მასწავლებელი გაიხსენეს.
„ქალბატონმა მაგდა ზარანდიამ მე-4ა კლასის მოსწავლეებთან ერთად გამართა გამოსაშვები საღამო სხვადასხვა აქტივობებით, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით გაიხსენეს თავიანთი პირველი მასწავლებელი ქალბატონი მზია სილაგაძე და აღუთქვეს, რომ კარგი სწავლითა და ყოფაქცევით ასახელებდნენ მას და ყოველთვის პატივს მიაგებენ მის ხსოვნას შემდეგ კი მოსწავლეებმა მსმენელებს უჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები. სკოლის დირექცია დიდი სიყვარულით ულოცავს მერცხლებს ახალ საფეხურზე გადასვლას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია