
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში - „შექმენი ეკოგმირი“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
შემეცნებითი კონკურსების სერია - გარემოსდაცვით კონკურსი - „შექმენი ეკოგმირი“ ორგანიზაციამ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში ჩაატარა.
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთვნენ და თავიანთი „ეკოგმირი“ შექმნეს.
მონაწილეებს კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: