
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლაშა გოგიტიძემ ამ თვეში საგანმანათლებლო ორგანიზაციის „მწიგნობარის“ გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ მიიღო მონაწილეობა და ორივეჯერ პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალჯერ ესახელებინოს სკოლა თავისი წარმატებით!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: