წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საინტერესო ლექცია მოისმინეს
18-06-2021

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა წლის დასასრულსაც აქტიოვობებით აცილებს.

სკოლაში ამჯერად, პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ თანამშრომლების მორიგი ვიზიტი შედგა. სტუმრებმა მოსწავლეები საჩუქრებით გაახარეს და ინფორმაციული ლექციაც ჩაატარეს. 

„მათ გაახარეს ჩვენი სკოლის პატარები, ყველა მე-4 კლასელს საჩუქრად გადასცეს გასაფერადებელი მასალა „გააფერადე სიცოცხლე მდინარეებში“.

ბიოლოგიის კაბინეტში ჩატარდა საინტერესო ლექცია, რომელიც ეხებოდა მდინარეების და შავი ზღვის გარემოსდაცვით პრობლემებს საქართველოში. ლექცია საინტერესოდ წარმართა „სპექტრის“ მეცნიერ-თანამშრომელმა ქალბატონმა ელენე გამყრელიძემ. მსმენელი გახლდათ VII-ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი დარეჯან ჯიშკარიანი). ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული თემით. ბოლოს მოსწავლეებს აჩვენეს ანიმაციური ფილმები“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203