მარადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
18-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და ფერადი ზეიმი მოაწყეს.

პედაგოგმა მოსწავლეებს არდადეგების სასიამოვნოდ გატარება უსურვა და ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელითაც დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღე ხალისიანი და დასამახსოვრებელი გამოდგა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203