„ყოველივე საუკეთესო ბავშვებო!​“- დეხვირის საჯარო სკოლამ სწავლითა და ყოფა-ქცევით გამორჩეული მოსწავლეები ღირსეულად გააცილა
18-06-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. 

სკოლიდან მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს. 

„დეხვირის საჯარო სკოლამ დიდი სიყვარულითა და ემოციებით გააცილა ორი თვალციმციმა მე-9 კლასელი მოსწავლე საბა ჭაბუკიანი და თეონა ყვირილიანი.

თვალზე მომდგარი ცრემლები და გულშიჩამწვდომი სიტყვები მუდამ ახლაავს ამ სევდიან და თან ძალიან მხიარულ „ბოლო ზარს“ სკოლაში.

სკოლამ ღირსეულად გააცილა სანიმუშო სწავლითა და ყოფა-ქცევით გამორჩეული ბავშვები, ჩატარდა გამოსამშვიდობებელი საღამო, მოსწავლეებს გზა დაულოცეს სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა.

წინსვლა, წარმატებები და ყოველივე საუკეთესო ბავშვებო!

გზა მშვიდობისა, დაგვილოცნიხართ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203