გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გურჯაანის ტექნოპარკმა უმასპინძლა.
მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ტექნოპარკის სერვისების შესახებ და გაეცნენ ფაბლაბის დანადგარების ლაზერული ჭრისა და გრავირების, ნებისმიერი ბრტყელ ზედაპირზე საბეჭდი პრინტერის, 3D პრინტერის, 3D სკანერის, ვაკუუმ ფორმირების აპარატისა და CNC Router-ის მუშაობის პრინციპებს.
მოსწავლეებს მიღებული ცოდნა პროფესიის არჩევისას გამოადგებათ.
იხილეთ ფოტოები