ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე მათემატიკურ ოლიმპიადაში ოქროს სიგელი დაიმსახურა
17-06-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები გამორჩეულები არიან საკუთარი მიღწევებით.

სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი რომ მაღალ დონეზეა, ამას მოსწავლის ნინი ნემსაძის მიღწეული შედეგიც მოწმობს.

II კლასის მოსწავლე ნინი ნემსაძე ბათუმში გამართულ „ევერესტის“ მათემატიკის ოქროს ტურში მონაწილეობდა და ოქროს სიგელის მფლობელი გახდა.  

„ვულოცავთ ნინის და მის პედაგოგს, ხათუნა ჭურღულიას ამ წარმატებას“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა ამაყობს და მხარს უჭერს საკუთარ მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203