
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს.
სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს კურსდამთავრებულები. მოსწავლეებს კი ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
„სკოლამ საზეიმოდ გააცილა კურსდამთავრებულები. მხიარული ზეიმი, ბედნიერი ბავშვები და საზაფხულო არდადეგები. ეკის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წლამდე ემშვიდოებება და მხიარულ ზაფხულს უსურვებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: