„ჩემო „ჭიკჭიკელებო“ მომენატრებით!“-თბილისის N103 სკოლის მეოთხეკლასელებს პირველი მასწავლებელი დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა
17-06-2021

თბილისის გულიდან რამდენიმე წუთის სავალზე მიადგებით ერთ-ერთ წარმატებულ სკოლას, უმშვენიერესი გარემოთი ეს თბილისის N103 საჯარო სკოლაა. სკოლა აქტიური მოსწავლეებითა და მასწავლებლებით გამოირჩევა, რომლებიც მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

სასწავლო წლის მიწურულს სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მეოთხეკლასელები  პირველ მასწავლებელს - მანანა აკოფაშვილს გამოემშვიდობნენ და გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

პედაგოგი მოსწავლეებს დიდი სიყვარულითა და თბილი სიტყვებით გამოემშვიდობა. 

„ჩემო „ჭიკჭიკელებო“, რა უცებ გავიდა დრო, მომენატრებით! ეს დრო სასარგებლო არის მათთვის, ვინც პირველივე კლასიდან შეიგრძნო, რომ სკოლაში იმიტომ შემოვიდა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს ფეხი აადგმევინოს. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო, ნეტავი იმას ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა! “- ამ სიტყვებით დაემშვიდობა IVგ კლასს პირველი მასწავლებელი მანანა აკოფაშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203