ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით, ლაშქრობა მოაწყვეს
17-06-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით, ლაშქრობა მოაწყვეს. ლაშქრობას ორგანიზებას უწევდა პედაგოგი მაია კოპაძე.

„ბავშვებმა მოილოცეს სოფელთან ახლომდებარე  წმ. ელიას სახელობის XIII – XIV საუკუნეების ტაძარის ნანგრევი და მასთან ახლომდებარე გვირაბი, ისაუბრეს მათ ისტორიულ მნიშვნელობასა და ტაძრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, სურვილი გამოთქვეს მის აღდგენა- რესტავრაციაზე, ბავშვებმა ასევე გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაასუფთავეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, რითაც მაგალითი მისცეს დანარჩენ ახალგაზრდებს, გაუფრთხილდნენ, დაიცვან და მოუარონ თავიანთ სიწმინდეს, ბუნებას, სოფელს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203