„მობილური ტელეფონი - რადიაცია თუ ელ-მაგნიტური გამოსხივება“ - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს
17-06-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში პროექტის „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი მომავალი“ ფარგლებში XI კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის მასწავლებლის, მზია კვინიკაძის დახმარებით, პრეზენტაციები მოამზადეს თემაზე - „მობილური ტელეფონი - რადიაცია თუ ელ-მაგნიტური გამოსხივება“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ რა გავლენას ახდენს მობილური ტელეფონი ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა წესები უნდა დავიცვათ ამ მოწყობილობის გამოყენებისას, რათა თავიდან ავიცილოთ მისი უარყოფითი მოქმედება.

ამ თემაზე მოსწავლეთა მსჯელობა საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203