მოქმედი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ? - „ნაეკი“ გპასუხობთ
23-06-2021
ზაფხულში დაგეგმილი გამოცდები ახლოვდება და პედაგოგებიც მეტად ღელავენ. მათი ინტერესიც იმატებს და ყველა კითხვაზე საჭიროა პასუხი მიიღონ, რათა მომზადებულები მივიდნენ საგამოცდო ცენტრში.
მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს აბარებენ და თუ განსხვავდება მათი გამოცდა ერთმანეთისაგან? - აპლიკანტის დასმულ შეკითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უპასუხა.
„ნაეკის“ განმარტება ასეთია:
„პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგების ტესტი იდენტურია. ისინი ერთად და ერთსა და იმავე დღეს გადიან ტესტირებაზე. მათი განაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში ხდება შემთხვევითობის პრინციპით“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს