ვანთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-საგანმანათლებლო ლაშქრობა მოაწყვეს
17-06-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნინო მარკოზაშვილთან ერთად, ამავე სოფლის IX საუკუნის ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად შემეცნებით-საგანმანათლებლო ლაშქრობა მოაწყვეს.

„მასწავლებელმა მოსწავლეებს მინი-ლექცია ჩაუტარა, უამბო, რომ აღნიშნულ ძელი არ არის ერთი კონკრეტული, მხოლოდ ფეოდალის სასახლე, არამედ ის არის კომპლექსი, თავისი დამხმარე ნაგებობების ნაშთებით. სოფლის ტერიტორიაზე ამავე პერიოდის ბევრი ნანგრევია, რომლებსაც აქვთ ისტორიული დატვირთვა, რამოდენიმე მათგანი ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203